11:25 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-18 10:28:01, 557 ნახვა

პოლიტიკა
ერევანში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე და ფაშინიანი შეხვდნენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ელისონ ჰუკერი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ერევანში შეხვდა. შეხვედრაში ჰუკერისა და ფაშინიანის დელეგაციებიც მონაწილეობდნენ. 

ჰუკერმა X-ზე დაწერა, რომ "პროდუქტიული საუბრები ჰქონდა აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების შესახებ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან, უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვაჰან კოსტანიანთან და ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტ რუბენ რუბინიანთან".

"შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რათა ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის (TRIPP) განვავითაროთ, აშშ-სომხეთის ორმხრივი მემორანდუმები შევასრულოთ და პრეზიდენტ ტრამპისა და ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის ქვეშ დამატებით მშვიდობა და კეთილდღეობა მოვიტანოთ. ახლა კი - ბაქოში!" - წერს ჰუკერი.

სომხეთის პრემიერმინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ფაშინიანი "მიესალმება სომხეთში ჰუკერის ვიზიტს" და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ბოლო პერიოდში ახალ დონემდე ავიდა. გარდა ამისა, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების მხრივ "მდიდარი დღის წესრიგი" შეიქმნა, რომელიც "მრავალ სფეროსა და მიმართულებას მოიცავს". 

როგორც განცხადებაში წერია, ჰუკერმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამიტის შეთანხმებების შესასრულებლად და  ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის (TRIPP) განსავითარებლად სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. ამავე განცხადების მიხედვით, ჰუკერმა აღნიშნა, რომ ერევანს "ვაჭრობის, ინვესტიციის, ინფრასტრუქტურის, რეგიონული კავშირგაბმულობისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის განსახილველად ეწვია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics