|
2025-11-10 17:06:23, 1215 ნახვა
საზოგადოება
ინსულინის კრიზისმა საფრთხის წინაშე დააყენა დაახლოებით 1 700 ბავშვი - ფედერალისტები
ქვეყანაში არსებულ ინსულინის კრიზისთან დაკავშირებით, ფედერალისტების ლიდერებმა, ექიმებმა, ზურა სიხარულიძემ და ვახო კალოიანმა ბრიფინგი გამართეს. ვახო კალოიანის განცხადებით ინსულინის კრიზისმა საფრთხის წინაშე დააყენა დაახლოებით 1700 ბავშვი, რომელიც დამოკიდებული არის ინსულინის სხვადასხვა დოზაზე. "ინსულინის კრიზისმა საფრთხის წინაშე დააყენა დაახლოებით 1 700 ბავშვი, რომელიც დამოკიდებულია ინსულინის სხვადასხვა დოზაზე. ინსულინის კრიზისმა საფრთხის წინაშე დააყენა დაახლოებით 1 700 ბავშვი, რომელიც დამოკიდებულია ინსულინის სხვადასხვა დოზაზე. ამის მიზეზი არის სამსახურების ტექნიკური გაუმართაობა. ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება უპასუხისმგებლობა, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში იცოდა ამ არსებული კრიზისის შესახებ და რეალურად, ალტერნატიული გადაწყვეტილებების გზა არ მოუძებნია. ამ ეტაპზე სწრაფი გამოსავალია იმ ბავშვების გადაყვანა მეორე, მაღალი ხარისხის ინსულინზე, რომელიც საქართველოში არის, რაც მოგვცემს მეტ დროს ბავშვებისთვის, რომელებიც დამოკიდებული არიან ინსულინის დაბალ ბიჯზე, გაუხანგრძლივდეთ ის რაოდენობა, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მარაგების მართვა, სისტემური გაუმართაობა და სახელმწიფო პროგრამების მართვა, ეს ის ტიპიური პრობლემებია ხელისუფლებაში, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ არა მოქალაქესთან, არამედ ერთი ადამიანთან ან პოლიტიკურ ლიდერშიფთან".- აღნიშნა კალოიანმა. ექიმი ზურა სიხარულიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შემომტან კომპანიასთან ხელშეკრულების პირობები 7 ნოემბერს შეცვალა და მათგან ახსნას მოითხოვს. "თუ იცი რომ ამ კომპანიას, Novo Nordisk-ს აქვს პრობლემები და შემდეგი ორი წლით ისევ იმარჯვებს ეს კომპანია პრეპარატის შემოტანასთან დაკავშირებით, ქმნის გარკვეულ ეჭვებს - თუ კომპანია ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ასრულებდა მოვალეობას და ვერ აწვდიდა სახელმწიფოს ასეთ მნიშვნელოვან პრეპარატს, რომელიც სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, მაშინ ისევ რატომ შემოდის აღნიშნული კომპანია? ახლა არის შერჩევის ეტაპი, 28 ოქტომბერს დამთავრდა ტენდერი შემდეგ ორ წელთან დაკავშირებით".- ამბობს სიხარულიძე. მისივე თქმით, ეს სისტემური პრობლემაა, არ ხდება სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა. "როცა დგები ასეთი კრიზისის წინაშე და პასუხიმგებლობა გადაგაქვს ექიმებზე, რომ მათ უნდა აკონტროლონ ყველაფერი - ეს არასწორი მიდგომაა. ძალიან რთულია ბავშვების სხვა პრეპარატზე გადაყვანა. ასევე პრობლემაა რომ სახელმწიფო ალტერნატიულ გზას არ ეძებს და ვერ უზრუნველყოფს ექვს წლამდე ბავშვებისთვის იყოს პრეპარატის ის რაოდენობა, რომელსაც საჭიროებენ. ჩვენ მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმებს, რომ მოხდეს ინდივიდუალიზაცია პატარა ასაკის ბავშვების და ის მარაგი, რაც არის დარჩენილი გამოიყენონ ამ ბავშვებზე და მთავარი, მოხდეს ამ პროგრამის მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება, რა ხდებოდა წლის მანძილზე ამ პროგრამსთან დაკავშირებით".- აცხადებს ზურა სიხარულიძე.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)