20:44 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-10 11:36:07, 550 ნახვა

პოლიტიკა
ენმ ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავას იწყებს

ერთიან ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს. ეს პარტიის ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე თქვა.

ბეჟაშვილის თქმით, სარჩელი შევა რამდენიმე ეტაპად - პირველი გასაჩივრდება წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიის დასკვნა, მეორე ეტაპზე გასაჩივრდება ის კანონები, რომლითაც ქართული ოცნება პარტიებს კრძალავს, მესამე ეტაპზე კი სარჩელი შეეხება საკუთრივ ქართულ ოცნებას.

ბეჟაშვილის თქმით, ამ პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელებაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა შეექმნა კანონმდებლობა,ს ადაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. იდევნებიან რიგითი პროტესტანტები, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ჯერი უკვე პარტიებზეც მიდგა. ამიტომ, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი ქართული ოცნების საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელიც მიტაცებულია და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამათლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე"- თქვა ბეჟაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics