|
2025-11-05 17:00:29, 1030 ნახვა
საზოგადოება
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
თიბისის მხარდაჭერით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივით, ახალი თაობის მხარდასაჭერად და ქვეყნის ტექეკოსისტემის გასაძლიერებლად, "საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბი" დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ქვეყნის მასშტაბით მოტივირებული მოსწავლეების აღმოჩენა და მხარდაჭერა, მათი ჩართვა ინფორმატიკის და ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმომადგენლობის გაძლიერება და ახალ თაობაში ტექნოლოგიური უნარების გაძლიერება.
აგრეთვე, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის (IOI) ჰაბი უზრუნველყოფს მოსამზადებელი ბანაკების ორგანიზებას და ჩართული იქნება ეროვნული ნაკრების ოლიმპიადაზე ასპარეზობამდე საჭირო პროცესში. ჰაბის ფარგლებში BTU კოორდინაციას გაუწევს მოსწავლეთა და ახალგაზრდების მომზადებას, ეროვნული ნაკრების შერჩევას და მათ მონაწილეობას საერთაშორისო მასშტაბის ოლიმპიადებში. პროექტი ხელს შეუწყობს ინფორმატიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში და საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს საქართველოს ტექნოლოგიური განათლების პოტენციალს. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2000 წლიდან იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადაში და უკვე აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საერთაშორისო არენაზე - მსოფლიო ოლიმპიადაზე მოპოვებულია 7 ოქროს, 13 ვერცხლის და 43 ბრინჯაოს მედალი, ასევე 2 საპატიო დიპლომი; ქალების ევროპის ოლიმპიადაზე - 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი; ხოლო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე - 2 ოქროს, 4 ვერცხლის, 20 ბრინჯაოს მედალი და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობის ტიტული. პროექტის მთავარი მხარდამჭერია თიბისი. განათლებაა ის ძალა, რომელიც მომავალს ქმნის, ამიტომ თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ახალ თაობაში ტექნოლოგიური განათლების განვითარებას და ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ICT ასოციაცია, ლინეიტი, ეპამი და დეველოპერული კომპანია ბლოქსი.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)