15:25 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-01 23:06:32, 1143 ნახვა

პოლიტიკა
“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” პრესის თავისუფლების მტაცებელთა 2025 წლის სიაში ოლიქარქი ივანიშვილი შეიყვანა

 ვლადიმერ პუტინის, ალექსანდრ ლუკაშენკოს, სი ძინპინისა და სხვების გევრდით RFS-მა (“რეპორტიორები საზღვრების გარეშე”) პრესის თავისუფლების მტაცებელთა 2025 წლის სიაში ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა.

„პრესის თავისუფლების მტაცებლების 2025 წლის სია” წარმოადგენს RSF-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული “მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის” კონტრნაწილს. ინდექსი აფასებს პრესის თავისუფლების მდგომარეობას მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო “მტაცებელთა სია” გამოყოფს მათ, ვინც მედიის თავისუფლებას ფეხქვეშ თელავს.

 სია სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით  ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი: პოლიტიკური, უსაფრთხოების, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური. ბიძნა ივანიშვილი არის მათ გვერდით, ვინც ფინანსურად ანადგურებენ მედიას.

 “ვინაიდან ისინი ზღუდავენ საინფორმაციო მედიას ან მათზე თვითნებურად ახდენენ სამართლებრივ ზეწოლას, ბრენდან კარი (აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) ხელმძღვანელი), ვიცე-პროკურორი სენგ ჰინგი (კამბოჯა) და ქართველი მილიარდერი ოლიგარქი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შედიან 2025 წლის მტაცებლების ამ სიაში”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics