|
2025-10-30 13:52:51, 800 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ვვარაუდობ, შეტანილი და დარეგისტრირებულია სარჩელი
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვაზე სარჩელი, სავარაუდოდ, უკვე შეიტანა. ის ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი დღეს დილით გაემგზავრა და ვარაუდობს, რომ სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია. "ალბათ, უკვე შევიდა [სარჩელი]. ვინაიდან, საკონსტიტუციო სარჩელი ფიზიკურად უნდა იქნას შეტანილი სასამართლოში იმისთვის, რომ ის დარეგისტრირდეს, ჩვენი წარმომადგენელი დღეს დილით გაემგზავრა და მე ვვარაუდობ, რომ უკვე შეიტანა [სარჩელი] და დარეგისტრირებულია", - ამბობს ის. ასევე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სარჩელში დასახელებული არ არის, ვინ იქნებიან პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში. ვადებთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხზე გადაწყვეტილება მაქსიმუმ 9 თვეში უნდა მიიღოს. "რაც შეეხება ვადებს - ეს კანონმდებლობით დადგენილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე მაქსიმუმ 9 თვეში უნდა მიიღოს უკვე გადაწყვეტილება. შესაბამისად, ივლისში უკვე უნდა იყოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება, როდის რა პროცესი იქნება, ამას საკონსტიტუციო სასამართლო განსაზღვრავს თავად და ჩვენ დაველოდებით, როდის დაგვიძახებს საკონსტიტუციო სასამართლო", - ამბობს პაპუაშვილი. ქართულ ოცნებას პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. პარტიები, რომლებსაც აკრძალვას უპირებენ:
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)