|
2025-10-23 18:46:13, 939 ნახვა
პოლიტიკა
Reuters: ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერეს
Reuters რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა შეაჩერეს საზღვაო გზით რუსული ნავთობის შესყიდვა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას - როსნეფთსა და ლუკოილს. წყაროების თანახმად, ჩინეთის ეროვნული ნავთობკომპანიები – PetroChina, Sinopec-ი, CNOOC-ი და Zhenhua Oil-ი სანქციებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო უახლოეს მომავალში თავს შეიკავებენ საზღვაო გზით რუსული ნავთობით ვაჭრობისგან. Reuters წერს, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ინდოეთის, საზღვაო გზით რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მოსკოვიდან ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრად შემცირებას გეგმავენ, რათა შესაბამისობაში იყვნენ აშშ-ის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებთან. Reuters აღნიშნავს, რომ ჩინეთი ზღვით დღეში დაახლოებით 1.4 მილიონი ბარელი რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებს, თუმცა მიუთითებს, რომ მიუხედავად ამისა, ამ მოცემულობის უმეტეს ნაწილს დამოუკიდებელი გადამამუმშავებელი კომპანიები ყიდულობენ, მათ შორის, მცირე ზომის ოპერატორები. ამასთან, Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ Unipec-მა, რომელიც Sinopec-ის შვილობილი კომპანიაა უკვე შეწყვიტა რუსული ნავთობის შესყიდვა გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც როსნეფტსა და ლუკოილს დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა სანქციები. ექსპერტების შეფასებით, დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები, სავარაუდოდ, შესყიდვებს სანქციების ზემოქმედების შესაფასებლად შეაჩერებენ, თუმცა რუსული ნავთობის შესყიდვის გაგრძელებას მაინც შეეცდებიან.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)