|
2025-10-21 13:26:05, 905 ნახვა
პოლიტიკა
ISFED: ოცნებასთან დაკავშირებულმა 22-მა ონლაინმედიამ ბიუჯეტიდან 4.3 მლნ ლარამდე მიიღო
სამართლიანი არჩევნების მოკვლევის თანახმად, ქართულმა ოცნებამ 2019-2025 წლებში ონლაინ მედიის 22 კომპანიას ჯამში 1 503 708 ლარი გადაუხადა. ინფორმაცია ორგანიზაციამ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების მიხედვით მოიკვლია. ISFED წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გადახდები ხორციელდებოდა თითქმის ყოველთვიურად, როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პარტიასა და ამ სააგენტოებს შორის გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. მოკვლევის თანახმად, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ონლაინ მედია სააგენტოები საბიუჯეტო შემოსავლებს ძირითადად გამარტივებული შესყიდვების გზით იღებდნენ. 2019-2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1 159 შეადგინა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 4.3 მილიონამდე ლარს გაუტოლდა. ISFED წერს, რომ ქართული ოცნების ონლაინ მედიის ეკოსისტემა სულ მცირე 25 საინფორმაციო სააგენტოსგან შედგება, რომლებიც პარტიასთან პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. აღნიშნული მედიასაშუალებები სისტემატურად იღებენ ორგანიზებულ ფინანსურ მხარდაჭერას ორი პარალელური არხით: ქართული ოცნების პირდაპირი რეგულარული დაფინანსებითა და სახელმწიფოს საბიუჯეტო რესურსებით.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)