|
2025-10-20 15:52:54, 734 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა, მიწვევის შემთხვევაში, ბუდაპეშტში პუტინსა და ტრამპს შეხვდეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, მოწვევის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უნგრეთში დაგეგმილ შეხვედრას შეუერთდეს. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ერთმანეთს უნგრეთის დედაქალაქში, ბუდაპეშტში შეხვდებიან. შესაძლოა, ეს შეხვედრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შედგეს. "თუ მე ბუდაპეშტში მიმიწვევენ - თუ ეს იქნება მოწვევა ფორმატში, სადაც სამივე შევხვდებით, ან თუ მე შევხვდები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და შემდეგ დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს, მაშინ მე ამ ფორმატებიდან რომელიმეს დავთანხმდები", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა უნგრეთის პოლიტიკა, რომელსაც კიევთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, კრემლის მიმართ კი ყველაზე დიდი სიმპატიით განსჭვალულ ევროკავშირის წევრად ითვლება. "მე არ მჯერა, რომ პრემიერს [ვიქტორ ორბანს], რომელიც ყველგან ბლოკავს უკრაინის ინტერესს, ამ შეხვედრაზე უკრაინისთვის რაიმე პოზიტიურის მოტანა ან თუნდაც ბალანსის დაცვა შეუძლია", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებტან საუბრისას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზადაა შეუერთდეს სამმხრივ შეხვედრას რამდენიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, შვეიცარიასა და ვატიკანში. "კიდევ ერთი "ბუდაპეშტის სცენარი" არ იქნება პოზიტიური", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მიუთითა 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე, რომლის მიხედვითაც უკრაინამ, ბელარუსმა და ყაზახეთმა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ბირთვული იარაღი დათმეს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)