|
2025-10-16 14:55:35, 863 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისია ევროსასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო
ვენეციის კომისია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსული კანონის (გამჭვირვალობის შესახებ კანონი) წინააღმდეგ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო და სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. ვენეციის კომისია უთითებს, რომ რუსული კანონითა და FARA-თი შექმნილი რთული სამართლებრივი ჩარჩო შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლებრივი განსაზღვრულობისა და აუცილებლობის პრინციპებთან. ვენეციის კომისიის თანახმად, 2025 წლის 12 აგვისტოს წერილით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სასამართლოს რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის (ა) ქვეპუნქტზე დაყრდნობით, ვენეციის კომისიას ნება დართო, საქმეში მესამე მხარის სახით ჩართულიყო და წარედგინა წერილობითი მოსაზრებები საქმეში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. ვენეციის კომისია სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ვრცლად აყალიბებს თავის პოზიციას რუსული კანონის წინააღმდეგ. დოკუმენტის დასკვნაში ნათქვამია:
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 16-მა მედია ორგანიზაციამ, 120-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა 2024 წლის 17 ოქტომბერს მიმართა. სტრასბურგმა რუსულ კანონზე მედიებისა და არასამთავრობოების საჩივრის განხილვა 2025 წლის 27 მარტს დაიწყო – სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)