|
2025-10-10 15:25:11, 1588 ნახვა
საზოგადოება
აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა განცხადებას ავრცელებს.
აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ღვაწლმოსილი პროფესორის დამსახურებებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ ჩახუნაშვილის დაკავება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ღვაწლმოსილი ექიმის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და აკადემიკოსის, მთელი საქართველოსათვის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ექიმის, ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის პედიატრისა და კარდიო-რევმატოლოგის, ბატონი გიორგი ჩახუნაშვილის დაკავება. ბატონი გიორგი, სამედიცინო წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ფასდაუდებელია მისი წვლილი ქვეყანაში პედიატრიისა და ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგიის მიმართულებების განვითარებაში.ძალიან დიდია, მის მიმართ, იმ უამრავ პაციენტთა სიყვარული და მადლიერებაც, რომელთა ჯანმრთელობაზეც ბატონი გიორგი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე თავდაუზოგავად ზრუნავდა. იმედს გამოვთქვამთ, უახლოეს პერიოდში, საზოგადოებისათვის მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)