|
2025-10-10 10:05:28, 1541 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ხელისუფლებამ დაამტკიცა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
The Times of Israel-ის ცნობით მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტმა შეთანხმებას მხარი დაუჭირა, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. გაზეთი წერს, რომ ისრაელის არმია ახლა ღაზას სექტორში ახალ ხაზებზე უნდა დაბრუნდეს, რის შემდეგაც 72-საათიანი ფანჯარა დაიწყება, რომლის განმავლობაშიც ჰამასმა ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლოს. „ჩვენ ვაცხადებთ ომის დასასრულს“: ჰამასის ღაზას საკითხზე მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელი „როიტერსი“ ხალილ ალ-ჰაიეს სიტყვებს ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელსა და მოძრაობას შორის შეთანხმება რაფას სასაზღვრო გამშვები პუნქტის ორივე მიმართულებით გახსნას ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, რომ ისრაელი გაათავისუფლებს ყველა დაკავებულ პალესტინელ ქალსა და ბავშვს. ალ-ჰაიემ აღნიშნა, რომ ჰამასმა შუამავლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციისგან გარანტიები მიიღო, რომლებიც ადასტურებს, რომ ომი სრულად დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)