|
2025-10-01 13:21:57, 1225 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - საქართველოში ვითარება სულ უფრო მძიმდება — გრძელდება პოლიტიკური დაჭერები
“სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება სულ უფრო მძიმდება — გრძელდება პოლიტიკური დაჭერები; რეჟიმმა პოლიტიკური განცხადების გამო დააკავა ლევან ხაბეიშვილი, ხოლო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობას დღეს 4 წელი შეუსრულდა, რომლის რეფორმები მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა; თინა ბოკუჩავას განცხადებით - “სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე როდესაც თქვენს წინაშე ვარ წარმოდგენილი, მდგომარეობა საქართველოში სულ უფრო და უფრო მძიმდება. გრძელდება პოლიტიკური დაჭერები, რეჟიმმა პოლიტიკური საჯარო განცხადების გამო დააკავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს ასევე შესრულდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის 4 წელი, რომელიც ერთ დროს იყო ამ ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, რომლის რეფორმები მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია და რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია გმირ ქართულ ჯართან ერთად პუტინის საქართველოში შემოჭრას 2008 წელს, რის გამოც ის ახლა ისჯება საქართველოს ამჟამინდელი პუტინისტური რეჟიმისგან ამგვარად, დროული და აუცილებელია რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად, რომელიც საგანგებო დებატის შედეგად იქნება მიღებული და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)