00:56 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 17:48:42, 1244 ნახვა

პოლიტიკა
4 ოქტომბერს ვუერთდებით სტუდენტურ მარშს- საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები

"ვუერთდებით სტუდენტურ მარშს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 15:00 საათზე" - ამის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს. 

ასევე, მათ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდებს რუსთაველზე გაერთიანებისკენ მოუწოდეს. 

ჩვენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები 4 ოქტომბერს ვუერთდებით სტუდენტურ მარშს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 15:00 საათზე. 

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ აქტიურად ვიბრძვით რუსული რეჟიმისგან რომ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა. ბოლო პერიოდში, ბევრი ახალგაზრდა დააკავეს, ბევრი ცემეს, ბევრი დააშანტაჟეს, მაგრამ არ დავნებებულვართ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის და უკეთესი მომავლისთვის. 

ქვეყანაში, რომელსაც მართავს რუსული რეჟიმი, როდესაც საკნები გავსებული არის სინდისის პატიმრებით და როდესაც გვყავს პოლიტპატიმრები, არის კატასტროფა, ამიტომ ვუცხადებთ ჩვენ მხარდაჭერას და სოლიდარობას მათ. 

4 ოქტომბერს, მოვუწოდებთ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და ახალგაზრდებს, როგორც წარსულში, ახლა, მომავალში, უნდა ვთქვათ გადამწყვეტი სიტყვა, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და მომავლისთვის. გამოდით, გავერთიანდეთ რუსთაველზე. 4 ოქტომბერს გამარჯვება გარდაუვალია," - ამბობენ სტუდენტები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics