|
2025-09-25 13:04:37, 961 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სიღარიბე მცირდება წლიდან წლამდე
სიღარიბე მცირდება წლიდან წლამდე, 30-პროცენტიანი მაჩვენებელი იყო 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადავიბარეთ ხელისუფლება და ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 350 ათასამდე, - ამის შესახებ "ქართული ოცნბის" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სიღარიბის მონაცემები ქვეყნდება მუდმივად, წლიდან წლამდე და პირველად საქართველოში სწორედ შარშან დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი 9,4 პროცენტი. „სიღარიბე მცირდება წლიდან წლამდე, 30-პროცენტიანი მაჩვენებელი იყო 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადავიბარეთ ხელისუფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 350 ათასამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ სიღარიბე კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და სწორედ ამისათვის გვჭირდება ინვესტიციები, ეკონომიკის ზრდა, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ ეს 350 ათასიც ჩამოვიდეს ნულამდე. სიღარიბის აღმოფხვრა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)