|
2025-09-22 20:03:10, 932 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი, გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს სიტყვით გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა და გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა მიმართეს. ღონისძიებაზე გაეროს მისიისა და საქმიანობის თაობაზე, ასევე ბოლო რვა ათწლეულის მიღწევებზე გამახვილდა ყურადღება. გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე დაესწრნენ. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე. საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის შეხვედრა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)