06:09 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-11 20:09:37, 1045 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია ხაბეიშვილის დაკავებაზე - გამორჩეულად აბსურდული საბაბია, ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს

პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას აფასებს. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ძალის დემონსტრირებით ცდილობს ამის გადაფარვას. 

ბოკერია აღნიშნავს, რომ საზოგადოების პასუხი პროტესტის გაგრძელება და გაფართოება უნდა იყოს.

"ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს, ამჯერად  გამორჩეულად აბსურდული საბაბით- ხაბეიშვილი დააკავეს თვენახევრის წინანდელ განცხადებაზე. ამ განცხადებაში თანხის საკითხს, მათ შორის მის ზომას თუ არ ჩავთვლით,  მზად ვარ მთლიანად შევუერთდე მის არსებით გზავნილს. ყველა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ანტიკონსტიტუციურ, უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ იქნება წახალისებული, ამა თუ იმ ფორმით ლეგიტიმურად. თუმცა სუს-ის ამ განცხადების სამართლებრივ ჩარჩოში სერიოზულად განხილვა შეუძლებელია.

ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ცდილობს ძალის დემონსტრირებას ამის გადასაფარად.

ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის ერთადერთი სწორი პასუხი, პროტესტის გაგრძელება და გაფართოება უნდა იყოს და იქნება მანამ, სანამ ივანიშვილი ძალაუფლების დათმობას არ შეეგუება".- აცხადებს ბოკერია. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics