|
2025-09-06 12:15:50, 1490 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის ბანდამ იცის, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ე.წ საარჩევნო უბნებზე კი არა, ქუჩაში გამოვა
“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ - “ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად; ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით - “ამ მოწვევის მიზანი არის ძალიან მარტივი, ივანიშვილის ბანდაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საერთოდ არავინ არ აპირებს აბსოლუტური უმრავლესობა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ე.წ საარჩევნო უბანზე მისვლას და ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას, სრულიად გაბანკროტებულები არიან ის ძალები, რომლებიც ე.წ ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ამ სპეცოპერაციაში. ამ დროს არანაირი თავპირის მტვრევა და არანაირი დარღვევები და ძალადობა, რომელიც ივანიშვილს სჭირდებოდა იმ არჩევნებში, სადაც რეალურად მეტ ნაკლებად იყო მაინც შემორჩენილი სანდოობა ოპოზიციური ამომრჩევლის მხრიდან, აღარ მოუწევს ამის გაკეთება და ამიტომაც იწვევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციური ამომრჩევლის ე.წ საარჩევნო უბნებზე მისვლას კი არ აპირებს, არამედ ქუჩაში გამოსვლას და კარგად იცის ივანიშვილმა ესეც.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)