06:26 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-29 18:28:56, 974 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩო: არასამთავრობოების ანგარიშების დაყადაღების მიზანი შესაძლოა მათი გაჩუმება იყოს

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში შეშფოთებულია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებით. საელჩო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“.

„დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინათ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი მხრიდან არა რაიმე უკანონონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება“, - წერია განცხადებაში.

საელჩო აღნიშნავს, რომ ეს არასამთვრობო ორგანიზაციები მუშაობენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საკითხებზე, ინფორმაციის თავისუფლებაზე, ქალთა, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებზე:

„მათი დახურვა ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო შეასუსტებს დემოკრატიული დაცვის მექანიზმების არსებობას და ანგარიშვალდებულებას ქვეყანაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics