01:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 14:20:44, 430 ნახვა

პოლიტიკა
ტერაქტების გამო ბრიუსელში ქართული დელეგაციის ყველა შეხვედრა გაუქმდა

ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო, ევროპარლამენტში ყველა სხდომა და შეხვედრა გადაიდო.

ამის შესახებ „რუსთავი 2“-ს ბრიუსელიდან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელია დეპუტატებთან ერთად ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

„გაუქმდა ყველა ჩვენი შეხვედრა და შეწყდა ევროპარლამენტის სესიაც“, - აღნიშნა ბესელიამ. მისივე თქმით, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული ყველა ოფიციალურ უწყებაში, მათ შორის ევროპარლამენტში.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის პრესსამსახურში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ დეპუტატები სასტუმროებში რჩებიან, სადაც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. დეპუტატების თბილისში დაბრუნება დღეს საღამოს იგეგმებოდა, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო.

ცნობისთვის ბრიუსელში 4 ტერორისტული აქტი განხორციელდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მეტროში მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა. იქამდე ორი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში განხორციელდა. დასავლური მედიის ცნობით, აეროპორტში მომხდარი აფეთქებისას მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 23-ია. დაშავებულთა რაოდენობა კი 35-ს აჭარბებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics