01:59 - 14 Aug, 2026
|
2025-08-18 18:13:04, 1786 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლის ფილიალებში გარკვეული სერვისების გაცემა შეფერხებულია
გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში გარკვეული სერვისების გაცემა შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. კერძოდ, იუსტიციის სახლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა; ასევე, სანოტარო ბიუროებში შეფერხებულია სანოტარო სერვისების გაცემა. „ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ „Facebook“ გვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)