|
2025-08-12 12:36:29, 2142 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ანატოლი გიგაურის განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა რეჟიმის პატიმრის, ანატოლი გიგაურის განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. "თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო პოლიციელის წინააღმდეგობისთვის. გამოძიებით დადგინდა,რომ 2024 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა შს სამინისტროს თანამშრომელს და მასზე ფიზიკურად იძალადა. გიგაურს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, ჩადენილი ძალადობით) და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს". - წერია პროკურატურის განცხადებაში. დღეს, 12 აგვისტოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქციაზე დაკავებულ ანატოლი გიგაურს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)