|
2025-08-11 11:58:36, 1833 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - აუცილებლად დაბრუნდება ,,5’’, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ნომერი
“დემოკრატიის, პოლიტიკური პროცესის დაბრუნების შემდეგ, ბიულეტენში აუცილებლად დაბრუნდება ,,5’’, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ნომერი და მწამს იმის, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა სწორედ ამ ნომერს შემოხაზავს.“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა “სანამ საქართველოში არჩევნები არის გაუქმებული და ამაზე გვაქვს ძალიან მკაფიო და მყარი პოზიცია, მანამდე საარჩევნო ნომერზე გამოკიდება არიან უბრალოდ არაადეკვატური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როდესაც დაბრუნდება დემოკრატია საქართველოში, როდესაც დაბრუნდება პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, ბიულეტენში აუცილებლად დაბრუნდება ,,5’’, როგორც ნაციონალური მოძრაობის ნომერი და მწამს იმის, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა სწორედ ამ ნომერს შემოხაზავს. ეს პროცედურა ჩვენი იურისტების მიერ იქნა განხორციელებული, თუმცა გასაგები იყო თავიდანვე, რომ როგორც ყველა სხვა პროცედურა და სამართლებრივი ნორმა, ყველაფერი აბსოლუტურად არის ივანიშვილის ხოშზე დამოკიდებული და არა საქართველოს კანონმდებლობაზე ამ ქვეყანაში. იგივე პრინციპით ივანიშვილის ბანდა აპირებს, რომ “სამართლებრივ” ნომერზე აკრძალოს “ნაციონალური მოძრაობა”. ის, რომ ივანიშვილის უკანონო, არალეგიტიმური ბანდა რაღაცებს აკეთებს თავის “ხოშზე” ჩამოკიდებით და არა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობად” ყოფნაზე, ,,5’’ ნომერზე, ჩვენს იდენტობაზე ვაპირებთ უარის თქმას.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)