|
2025-08-08 11:26:52, 2393 ნახვა
საზოგადოება
თბილისი 16-წლამდელთა ევრობასკეტს უმასპინძლებს - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია
8-16 აგვისტოს, თბილისი FIBA U16 EuroBasket-ს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები მიიღებს და ერთმანეთს ჩემპიონობისთვის შეეჯიბრება. ჯამში თბილისი არენასა და ოლიმპიურ სასახლეში 56 შეხვედრა გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, გერმანიასა და სერბეთს — ევროპის კალათბურთის გრანდებს შეხვდება. ტურნირის ფორმატის თანახმად, მერვედფინალში ყველა გუნდი გადავა. ამის შემდეგ კი თითოეული მატჩი გადამწყვეტი იქნება როგორც ტიტულისთვის ბრძოლაში, ისე საბოლოო ადგილების განაწილებისთვის. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს FIBA U16 EuroBasket-ზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)