16:44 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-05 14:49:18, 2092 ნახვა

სამართალი
რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა სასამართლოს 100 000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.

საქმეზე წინასწარი გამოძიების ვადა გაგრძელდა, შესაბამისად, დაკავებული მიქაუტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გადაიხედა და ძალაში დარჩა.

პროკურატურამ შუამდგომლობა წარადგინა პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების შენარჩუნების შესახებ.

პროკურორ ირაკლი მარშანიას თქმით, პატიმრობის გამოყენების საფუძვლები კვლავ ძალაში რჩება. მან განაცხადა, რომ საჭიროა არაერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის მრავალი მოწმის დაკითხვა. გარდა ამისა, აუცილებელია ქონების იდენტიფიცირება და მისი წარმომავლობის შესწავლა. მისი თქმით, თუ მიქაუტაძე თავისუფალი დარჩება, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოწმეებზე, რომლებთანაც მჭიდრო კავშირები აქვს.

გარდა ამისა, პროკურორმა განაცხადა, რომ მიქაუტაძეს შეუძლია მიიმალოს მკაცრი სასჯელის შიშის გამო, „მას აქვს კავშირები საზღვარგარეთ და უძრავი ქონება ესპანეთში“.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას. ადვოკატ მალხაზ სალაყაიას თქმით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის არჩევის საფუძველი არ არსებობს.

მან შუამდგომლობა შეიტანა ბრალდებულის 100 000 ლარის გირაოთი გათავისუფლების შესახებ. ადვოკატმა მოსამართლეს შესთავაზა, რომეო მიქაუტაძისთვის დამატებითი შემზღუდავი ზომები გამოეყენებინა, მათ შორის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება და ელექტრონული მონიტორინგი.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, პროკურატურის ცნობით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი მასშტაბით შემოსავლის მიღება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics