|
2025-08-04 12:58:40, 2542 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელი ბოლო სიტყვას იტყვის იგი უკვე სასამართლოში მიიყვანეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტი გაზეთ "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მიიყვანეს. სასამართლოში დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა. დღეს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. ამით დასრულდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის 7-თვიანი განხილვა და დიდი ალბათობით, დღესვე იქნება ცნობილი მოსამართლის, ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებაც – განაჩენი მზია ამაღლობელის საქმეზე. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს არ გაითვალისწინა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)