|
2025-08-01 13:50:45, 2297 ნახვა
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამღლობელის პროცესი დაიწყო
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბრალდებულს სამართალდამცველზე თავდასხმის მუხლით (სსკ-ის 353-ე პრიმა) აქვს ბრალი წაყენებული. სასამართლო პროცესისადმი დიდი საზოგადოებრივი ინტერესი დილიდან გამოიკვეთა — შენობასთან მისი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. სასამართლო დარბაზი პროცესის დაწყებამდე სრულად შეივსო. მხარდამჭერების დიდი ნაწილი სხდომას ვერ ესწრება და სასამართლოს ეზოდან ხმამაღალი შეძახილებითა და ბანერებით და გამოხატავს სოლიდარობას ჟურნალისტი მზია ამაღლობელის მიმართ. ამაღლობელის პროცესს ევროკავშირის, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც ესწრებიან. მზია ამაღლობელის საქმე უკვე გასცდა მხოლოდ იურიდიულ ჩარჩოს — დღეს ეს პროცესი საზოგადოებისთვის თავისუფალი სიტყვის, ჟურნალისტური საქმიანობისა და სამოქალაქო უფლებების სიმბოლოდ იქცა.
მხარდაჭერა, რომელიც ბათუმის სასამართლოსთან იგრძნობა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მნიშნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა საქართველოში კვლავ ძლიერი ძალაა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)