23:12 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-31 20:52:10, 5191 ნახვა

სამართალი
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო, ევროპულმა სასამართლომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ 39-ე მუხლის შესაბამისად წარმოება დაიწყო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, დარიალის (ზემო ლარსის) საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც ამჟამად უკრაინის დაახლოებით 100 მოქალაქე იმყოფება.

სასამართლო მოითხოვს, რომ საქართველომ და უკრაინამ 2025 წლის 6 აგვისტომდე წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია განმცხადებლების ამჟამინდელი ადგილმდებარეობის, რისკების, მათი დაკავების პირობების, დახმარების ხელმისაწვდომობის, უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობისა და უკრაინის ხელისუფლების მიერ მათი შესვლის უფლების უზრუნველსაყოფად გატარებული ქმედებების შესახებ.

გუშინ გამოვაქვეყნეთ უკრაინული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის განცხადება (https://t.me/Tbilisi_life/41140) საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სიკვდილის რისკის შესახებ.

21 ივლისს, უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებიც 2 თვეა სარდაფში იმყოფებიან, პროტესტის ნიშნად უკვე დაიწყეს თვითდაზიანება, ერთ-ერთმა მამაკაცმა ყელი გამოჭრა, ასევე იყო პროტესტი, რადგან მესაზღვრეები მათ Duty Free-ში წყლის საყიდლადაც კი არ უშვებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics