|
2025-07-29 19:01:05, 1985 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება 1246,28 გრ. „მეთადონის (ფუძე)“; 73,65 გრ. „მდმ“-ა და 147,51 გრ. ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“, რაც 28 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)