|
2025-07-29 11:20:04, 2048 ნახვა
სამართალი
ადვოკატები თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვენ
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს. კაკაბაძის განმარტებით, საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. როგორც მან განმარტა, მხეიძის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმეა, რომელმაც მას ხელი დაადო, რათა „საკუთარი თავი ბორკილების დადებისგან ეხსნა”. პროკურორ ირაკლი მარშანიას განმარტებით, დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს. პროკურორი ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა. ამასთან, მარშანია აცხადებდა, რომ საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, მათ შორის, დასაკითხია ბრალდებულთა ყოფილი თანამშრომლები და მათთან კავშირში მყოფი პირები, მათზე კი დაკავებულებს შესაძლოა გავლენა მოეხდინათ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)