03:44 - 14 Aug, 2026
|
2025-07-24 23:27:35, 2252 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში, დევნილების და სოც დაუცველების გამოსახლებისას ოთხი ადამიანი დააკავეს
„ექსპრესნიუსი“, შინაგან საქმეთა სამინისტროსზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ადამიანები პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობის მუხლით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი) დააკავეს. ტელეარხის მიერ მოყვანილი ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, დაკავებულებს შორის ხუთი შვილის დედაა. მერის კომენტარი. კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერიას ვარკეთილში ადამიანების გამოსახლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან სახლი კერძო საკუთრებაშია. გარდა ამისა, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და უსაფრთხოების მიზნით, მისი გამოსახლება აუცილებელია. კალაძის თქმით, სახლში ცხრა ოჯახი იყო რეგისტრირებული და მათ სხვა საცხოვრებლის დაქირავებაში დახმარება შესთავაზეს. ორი ოჯახი დაეთანხმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)