|
2025-07-24 12:35:01, 1861 ნახვა
სამართალი
შსს-მ საბა სხვიტარიძეს ვერ დაუმტკიცა პოლიციელზე თავდასხმა
შსს-მ საბა სხვიტარიძეს ვერ დაუმტკიცა პოლიციელზე თავდასხმა,სხვიტარიძეს ბრალი პოლიციელზე თავდასხმიდან 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეუცვალეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პროკურორმა პროცესზე თქვა, რომ სხვიტარიძეს, შესაძლოა, არ სცოდნოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.სრულიად ამოვარდა ბრალიდან პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი. პროკურატურამ აღიარა, რომ საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო. პროკურატურის ახალი ბრალის მიხედვით, რომელიც პროკურატურამ ჩამოაყალიბა მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)