|
2025-07-22 01:01:04, 1845 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ჯანსაღი არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის აბსოლუტურად ჯანსაღი არჩევნები, მიიღებს არაერთი პოლიტიკური პარტია მონაწილეობას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკური შინაარსის არჩევნებად არ ითვლება. „ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია რა არის - იზრუნო ინფრასტრუქტურაზე, კეთილმოწყობაზე, წყალმომარაგებაზე და ა.შ. არის კონკრეტული ფუნქციები, რომელთა განხორციელებითაც არის დაკავებული ადგილობრივი თვითმმართველობა. ამიტომ, თვითმმართველობის არჩევნების გამოყენება თუ უნდა ვინმეს რაღაც დელეგიტიმაციის ფონის შესაქმნელად, ეს აბსოლუტურად უსუსური მცდელობაა, რადგან ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასეც და ისეც, ეს იქნება აბსოლუტურად ჯანსაღი არჩევნები, მიიღებს არაერთი პოლიტიკური პარტია ამ არჩევნებში მონაწილეობას, შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მასში კონრკეტული პოლიტიკოსების თუ პარტიების არმონაწილეობა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა. რაც შეეხება კონკრეტულად ორ პარტიას, ეს არის „ნაცმოძრაობა" და „ახალი", რომელთა წარმომადგენლებიც არიან დღეს საპატიმროში, ისინი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ამიტომ მხოლოდ ორი პოლიტიკოსია, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა და აქვს მიზანი, რომ მათმა პარტიამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის ხაზარაძე და ჯაფარიძე. როცა კონკრეული ევროპელი ბიუროკრატები განაზოგადებენ ამ ჩამონათვალსაც, ეს მარტივი მანიპულაციაა, მხოლოდ ორ პოლიტიკოსზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის ხაზარაძე-ჯაფარიძე. მათაც ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, არ აღიარეს არც პარლამენტი, არც საგამოძიებო კომისია, დღესაც არიან იგივე რეჟიმში, არც პრეზიდენტს აღიარებენ. ახლა ეგ როგორ გინდა, თან პირდაპირ, უხეშად კანონმდებლობა დაარღვიო, დანაშაული ჩაიდინო და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო, ეს აბსოლუტურად არასწორი მოლოდინია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)