|
2025-07-20 00:19:14, 1782 ნახვა
პოლიტიკა
8 პოლიტიკური პარტია-არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი მოქალაქეების მოტყუებაში
რუსთაველის გამზირზე, თსუ-ს I კორპუსიდან მსვლელობით წამოსული 8 პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს 4 ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "ჩვენ, 8 პროდასავლური ძალა არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში! ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის, ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებით! ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით. შედეგად, მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს ხალხი და თავისუფალი არჩევნების გზით მოგვანიჭებს პოლიტიკურ პარტიებს მანდატს იმისთვის, რომ დავასრულოთ ქაოსი და დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული, ქართული სახელმწიფო. ᲩᲕᲔᲜᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲘᲡ ᲒᲖᲐ ᲐᲠᲘᲡ: 1. ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲘᲡ ᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲠᲔᲟᲘᲛᲗᲐᲜ ᲐᲠ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ! 2. ᲣᲬᲧᲕᲔᲢᲘ, ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲐᲜᲘ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲤᲐᲠᲗᲝᲔᲑᲐ! 3. ᲠᲔᲟᲘᲛᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲘᲖᲝᲚᲐᲪᲘᲐᲖᲔ ᲔᲠᲗᲝᲑᲚᲘᲕᲘ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲐᲥᲢᲘᲣᲠᲔᲑᲐ! ამ ამოცანების შესასრულებლად ჩვენ 9 თვეა ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს არ ვაღიარეთ პარლამენტად წოდებული ფარსი და უარი ვთქვით მანდატებზე; არ ვაღიარეთ საგამოძიებო კომისიად წოდებული ფარსი პირადი თავისუფლების ფასად; ვიმუშავეთ საერთაშორისო და საპროტესტო ჯგუფებთან იმისთვის, რომ მიგვეღწია რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციისთვის. ამ ძალისხმევამ, ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტთან ერთად, რეჟიმი შეარყია და ივანიშვილის ბანდაში შიდა დაპირისპირებები გამოიწვია. იმისთვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ჩვენს ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა! სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, იმისთვის რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხიდან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესებსა და ენერგიას დაეფუძნოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)