|
2025-07-17 15:10:11, 1218 ნახვა
პოლიტიკა
ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის აზრით ბრიუსელი არღვევს საერთაშორისო სამართალს და აზიანებს საკუთარ რეპუტაციას
„ბრიუსელიდან მიღებულ წერილში ფაქტობრივად აღიარებულია, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზების შეჩერება საერთაშორისო სამართლისა და შეთანხმებების დარღვევაა“, - განაცხადა ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, წერილში ნათქვამია, რომ ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების რეკომენდაცია გასცა, რადგან ის ამოწმებდა ჩვეულებრივი პასპორტების მოთხოვნებთან შესაბამისობას, ანუ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებასა და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმს შორის კავშირი არ არსებობს. „ბრიუსელი გვეუბნება: გვითხარით, რომ დედამიწა ბრტყელია. ან თქვით, რომ მამაკაცი შეიძლება ქალად იქცეს. ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არაფერს ნიშნავს. რომ ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არაფერს ნიშნავს. რომ დაფინანსებისა და მისი პირობების შესახებ გადაწყვეტილებები ბრიუსელში უნდა იქნას მიღებული - ჩვენი საზოგადოებისგან ფარულად. სწორედ ამას გვეუბნებიან ისინი. ეს არის მიმართულება, რომლითაც მივდიოდით, რათა ეს ყველაფერი იურიდიულად უზრუნველყოფილიყო. „სწორედ ამას დაუსვა წერტილი შესაბამისმა კანონებმა“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე: რას აირჩევენ საქართველოს მოქალაქეები - თქვენს კანონებს თუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს? - პაპუაშვილმა უპასუხა: „ეს არის ის, რასაც ცრუ დილემას უწოდებენ“.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)