13:45 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-16 13:00:55, 1126 ნახვა

პოლიტიკა
ფიშერი- ვნახოთ როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების პასუხი ევროკომისიის წერილზე

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის დასაწყისიდან ქვეყანამ ევროკავშირიდან სწრაფი ტემპით დაშორება დაიწყო ყველა ფუნდამენტური მიმართულებით“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა.

მისი თქმით, საქართველოს, ევროკავშირსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ღრმა კრიზისს განიცდის და აქედან გამოსვლის გასაღები თავად საქართველოშია.

„2024 წლის დასაწყისიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ევროკავშირისგან დაშორება ყველა ძირითად სფეროში. ევროკავშირთან და გერმანიასთან ურთიერთობები ღრმა კრიზისშია. დარწმუნებული არ ვარ, რომ აქედან გამოსავალი არსებობს. გამოსავლის გასაღები თავად საქართველოშია და მხოლოდ საქართველოში. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენ ამ ქვეყნის კარგი და საიმედო პარტნიორები ვართ. ჩვენ გვსურს, რომ ასე გავაგრძელოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსაც სურს, რომ ჩვენთვის საიმედო პარტნიორი იყოს. უვიზო მიმოსვლა არის პრივილეგია, რომელიც გარკვეულ პირობებს ექვემდებარება. ახლა ევროკომისიამ საქართველოს ჰკითხა: კვლავ სრულდება თუ არა ეს პირობები? ვნახოთ, რა პასუხს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და ამის საფუძველზე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პიტერ ფიშერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics