14:49 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-14 17:06:42, 1013 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა გახარიას და ხაზარაძის გაერთიანებაზე - ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის

“მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც დღეს შედგა გიორგი გახარიას და “ლელოს” შორის. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შეფასებით ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

თინა ბოკუჩავას განცხადებით - “ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც დღეს შედგა გიორგი გახარიას და “ლელოს” შორის. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შეფასებით არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის. დღეს გაფორმდა ეს პაქტი სამწუხაროდ და ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. მესმის, რომ სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში ფული ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ ის ვერ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და ეს უნდა გაუაზროს ყველამ ძალიან კარგად.

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, რომ ის კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია არ შედგეს და საქართველოს არცერთმა მოქალაქემ მონაწილეობა არ მიიღოს 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში, იქნება წარმატებული და ჩვენ ერთიანი ძალებით დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics