15:14 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-10 17:08:22, 1136 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე უარი თქვა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი უნდობლობის გამოცხადების ვოტუმი უარყო.

რეზოლუციის წინააღმდეგ 360-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, მომხრე იყო 175-მა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა.

კენჭისყრაში 720 ევროპარლამენტარიდან 553-მა მიიღო მონაწილეობა.

მომხრე ხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო იმ ორ მესამედზე, რაც საჭირო იყო ევროკომისიის ხელმძღვანელისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და მისი გადადგომის იძულებისთვის.
ურსულა ფონ დერ ლაიენი კენჭისყრის დროს ოთახში არ იმყოფებოდა. ის იტალიის დედაქალაქ რომში იმყოფება უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად. 

„გმადლობთ და გაუმარჯოს ევროპას“
უნდობლობის ვოტუმის უარყოფის შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენის პირველი რეაქცია ხანმოკლე იყო. მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გლობალური არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის დროს, ევროკავშირს სჭირდება ძალა, ხედვა და მოქმედების უნარი. ჩვენ გვჭირდება ყველა, რათა გავუმკლავდეთ საერთო გამოწვევებს. ერთად“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics