|
2025-07-09 22:56:09, 2423 ნახვა
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის სააგენტო ატმის საღებავის ინციდენტს ეხმაურება
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, რომელშიც სავარაუდოდ ატმის ხელოვნური შეღებვის შემთხვევა იყო ასახული, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ ოპერატიული რეაგირების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები პირი (მოქალაქე გ.უ.) იდენტიფიცირებულია. სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შემოწმების დროს ატმის ნიმუშები ამოიღეს, რომლებიც ლაბორატორიულ კვლევაზე გაიგზავნება. შედეგები დამატებით გახდება ცნობილი. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ რეგულარულად აკონტროლებს ყველა სახის საკვები პროდუქტის უსაფრთხოებას. სისტემატური მონიტორინგის ფარგლებში, ხილი, ბოსტნეული და ნესვი მოწმდება შემდეგი ნივთიერებების არსებობაზე: ასეთი კვლევების შედეგები საჯაროა და ქვეყნდება როგორც მედიაში, ასევე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: nfa.gov.ge. (http://nfa.gov.ge/) სააგენტოს წარმომადგენლები ასევე ახორციელებენ საექსპორტო ტვირთების ფიტოსანიტარიულ კონტროლს და სერტიფიცირებას, რაც უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას საერთაშორისო მოთხოვნებთან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)