15:54 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-09 08:45:40, 1173 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიანე - საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება

ლიტველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ თქვა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება. 

ამის შესახებ იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე დებატების დროს განაცხადა

იუკნევიჩიანემ ასევე თქვა, რომ ევროპული სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის მიერ რეზოლუციის პროექტში წარდგენილი ერთ-ერთი შესწორება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ ფორმულირების გამკაცრებას მოიაზრებს.

"მსურს, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის პარტიას ეკისრება. უვიზო მიმოსვლა დემოკრატიულ ქვეყნებს ენიჭებათ და არა რეჟიმებს, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზების გამო აკავებენ.

საქართველო მთელს ევროპას ადარდებს, რეჟიმი მცდარად ირწმუნება, რომ ქართველი ხალხი არავის ადარდებს". - თქვა იუკნევიჩიანემ.

ევროპარლამენტარი ამავდროულად გამოემაურა ქართული ოცნების მხარდამჭერი სუვერენულ ერთა ევროპის (ESN) პოლიტიკური ჯგუფის მიერ რეზოლუციის პროექტში წარდგენილ შესწორებას, რომლითაც "ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას".

"სწორედ ამიტომ მათმა მეგობრებმა კრემლში და ულტრამემარჯვენეებმა, როგორებიც არიან ESN, (რედ. - "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ჯგუფი ევროპარლამენტში) წარადგინეს შესწორებები, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. არა, ჩვენ ამას ხმას არ მივცემთ". - თქვა იუკნევიჩიანემ. 

ევროპარლამენტში წუხელ საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, დღეს კი კენჭს უყრიან ანგარიშს საქართველოს შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics