|
2025-07-04 20:55:07, 692 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი -შევიწყალებ პოლიტიკოსებს, თუ არჩევნებში მონაწილეობას დაადასტურებენ
ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მსჯავრდებულ ოპოზიციონერ ლიდერებს სთავაზობს, მას შეწყალების თხოვნით მიმართონ. ყაველაშვილი პოლიტიკოსებს დათქმას უწესებს და მოითხოვს, რომ შეწყალების შესახებ განცხადებაში ოპოზიციონერებმა დაადასტურონ "საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ". ივანიშვილის პრეზიდენტი წერს, რომ მსგავსი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შესაბამისი მსჯავრდებულის შეწყალებაზე. "ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე" - ნათქვამია ყაველაშვილის განცხადებაში. ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ციხეში არიან: კოალიცია ცვლილებისთვის 3 ლიდერი - ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე და ლელოს 2 ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)