17:16 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 13:05:47, 1096 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო მოუწოდებს სირიის ახალ მთავრობას გააუქმოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო, მოუწოდებს რუსეთის ჯარების გაყვანისა და დევნილების უსაფრთხო დაბრუნებისკენ. - ამის შესახებ ეუთოს მიერ მიღებულ დეკლარაციაშია ნათქვამი.

ასამბლეა უარყოფს ყველა მცდელობას, რომელმაც შეიძლება ლეგიტიმაცია მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლქვეშ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს.

დეკლარაციაში შევიდა მოწოდება სირიის მთავრობისადმი, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

„მოხარული ვარ, რომ ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში. ის მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, — დაწერა X-ზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics