13:52 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 17:08:48, 835 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - დეკრატიის და თავისუფლების კუთხით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა

„ატლანტიკური საბჭო“ არის ძალიან ავტორიტეტული დასავლური კვლევითი ორგანიზაცია, მან კიდევ ერთხელ აღიარა, რომ 12-წლიანი უწყვეტი პროგრესით საქართველო დეკრატიის და თავისუფლების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო მასშტაბით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევებით, საქართველო კანდიდატ წევრ ქვეყანას უსწრებს.

„ჩვენი მოქალაქეების აკვირდებიან, რა იყო 12 წლის წინ და რა ხდება 12 წლის თავზე ქვეყანაში, როდესაც არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, ხედავენ, როგორი მოპყრობაა ციხეებში პატიმრების მიმართ და ა.შ. ყველაფერი არის კარდინალურად, 180 გრადუსით შეცვლილი. დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა ინდექში, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყნდება, საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ აბსოლუტურად ყველა ინდექსით ჩვენ ვუსწრებთ ყველა დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყანას და ძალიან ხშირ შემთხვევაში, ვუსწრებთ ევროკავშირის და ნატო-ს მოქმედ წევრ ქვეყნებსაც“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics