|
2025-06-28 12:02:20, 727 ნახვა
პოლიტიკა
„ძლიერი საქართველო“ - 29 ივნისს, 19:00 საათზე მარჯანიშვილის მოედანზე ვუერთდებით აქციას
კოალიცია “ძლიერი საქართველო“ 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება, "იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორებს, თანამოქალაქეებს, რომლებიც დუმან, დავანახოთ, რომ ბრძოლა არ გაჩერდება". "ჩვენ, კოალიცია ძლიერი საქართველო ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას მთავარი მოთხოვნებით - ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების თავისუფლება. გამოვიყენებთ ყველა გზას და შესაძლებლობას, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზნებს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ჩვენი პარტიის ორი ლიდერი იმყოფება საპატიმროში, ასევე ჩვენი წევრი ვეფხია კასრაძე, მეორე წევრი - ვასილ კაძელაშვილი არიან პოლიტიკური პატიმრები გლდანის და რუსთავის ციხეში და მიუხედავად ამისა, არცერთი ნაბიჯით უკან, ვაგრძელებთ ბრძოლას, წინააღმდეგობას. ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო მუხტს და ბრძოლას პოლიტპატიმრებისთვის. ხვალ, 29 ივნისს შედგება საპროტესტო მარში ჩვენი და ყველა პოლიტპატიმრის სახელისთვის. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორებს, თანამოქალაქეებს, რომლებიც დუმან, დავანახოთ, რომ ბრძოლა არ გაჩერდება. ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე, 19:00 საათზე და მარშით მივემართებით რუსთაველის მოედანზე". - პარტი ლელო ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ. "საქართველო დადექი" - 29 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქცია დაიგეგმა, რომლიც 20:00 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ გაიმართება. "საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები. ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება - და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი - ციხეში. დღეს დუმილი მორჩილებაა. მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა - ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების. 29 ივნისს, 20:00 საათზე, მოდი რუსთაველის გამზირზე, წამოიღე პლაკატი, მოდი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. დადექი შენს ხალხთან ერთად!
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)