02:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 15:10:32, 681 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა იმერეთის რეგიონში მოღვაწე მოქალაქეები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა იმერეთის რეგიონში მოღვაწე მოქალაქეები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ჯილდო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ქუთაისში იმერეთის რეგიონში სხვდასხვა სფეროში მოწვაწეებს თავად გადასცა.

ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ ვახტანგ მათიაშვილი საოპერო ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, გუგული უგულავა, თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ლალი გურული, ახალგაზრდობის აღზრდა-განათლევისთვის შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, ოთარ კიკვიძე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლევისთვის შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, გოჩა ტოფაძე მოსახელობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვს, ლიანა იობიძე  ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

როგორც ჯილდოების გადაცემისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფესება, რომლებმაც შექმნეს ისტორია,  დღესაც აჩენენ ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისათვის და საკუთარი საქმიანობით მაგალითს აძლევენ ახალგაზრდობას. ამ ადამიანების ღვაწლი განუზომელია იმ სივრცეში, რომელშიც მოღვაწეობენ", -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ იმერეთს გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics