21:16 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 16:39:46, 935 ნახვა

მსოფლიო
მაია სანდუ - ევროპული მომავლის მშენებლობის მიმართ ერთგულები ვრჩებით

თბილად მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნით დოკუმენტს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოლდოვას სუვერენიტეტის, მდგრადობისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“ვაფასებთ ჩვენი რეფორმების პროგრესის აღიარებას და ყველა მოლდოველისთვის ევროპული მომავლის მშენებლობის მიმართ ერთგულები ვრჩებით“, - წერს სანდუ.

შეგახსენებთ, გუშინ გამართული ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო მოუთმენლად ელის მოლდოვა-ევროკავშირის პირველ სამიტს, რომელიც 2025 წლის 4 ივლისს გაიმართება და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ.

„ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მოლდოვას რესპუბლიკასთან, რათა გააძლიეროს ქვეყნის მდგრადობა და სტაბილურობა იმ ფონზე, როცა რუსეთი მუდმივად ახორციელებს დესტაბილიზაციის გამომწვევ საქმიანობას, მათ შორის ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომლის მიზანიც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვაა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

მანამდე, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველ კლასტერს 4 ივლისს გახსნის და ეს კიშინიოვში ევროკავშირი-მოლდოვას სამიტის დროს მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics