21:22 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-25 10:03:18, 1080 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანის ბირთვული პროგრამა წყალს გავატანეთ

ისრაელმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, რომელიც თაობების განმავლობაში გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელმა აღმოფხრა ორი ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც ქვეყანას ირანისგან ემუქრებიდა : „ბირთვული იარაღით განადგურების საფრთხე და 20 000 ბალისტიკური რაკეტით განადგურების საფრთხე“.

„ისრაელი უახლოეს მომავალში განადგურების წინაშე დადგებოდა, თუ ახლა არ ვიმოქმედებდით“, - აღნიშა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპრეცედენტო გზით იმოქმედა.

„მადლობას ვუხდით მას ისრაელის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრისთვის“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ისრაელმა გაანადგურა ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების პროგრამა და „რეჟიმის ისტორიაში ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა“ მას.

„ირანის ბირთვული პროგრამა წყალს გავატანეთ. თუ ირანში ვინმე შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, ჩვენ იგივე მონდომებით, იგივე ძალით ვიმოქმედებთ, რათა შევაჩეროთ ნებისმიერი ასეთი მცდელობა. ვიმეორებ: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics