|
2025-06-24 19:22:51, 721 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი ბაჩიაშვილზე - მეამაყება, რომ შევძელით, ეს ადამიანი დავაკავეთ და მოვათავსეთ იქ, სადაც მისი ადგილია
კრიმინალი არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში - მე მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით, ეს ადამიანი დავაკავეთ და მოვათავსეთ იქ, სადაც მისი ადგილია , - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ განაცხადა. როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა,ბაჩიაშვილის დასაკავებლად ყველა ოპერატიული ღონისძიება გაატარეს. „მე ვადასტურებ იმას, რომ ბაჩიაშვილი დავაკავეთ ჩვენ, ეს ადამიანი დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ. ჩვენ გავატარეთ ყველა ის ოპერატიული სამძებრო ღონისძიება, რაც ამ ადამიანის დაკავებისთვის იყო საჭირო. კრიმინალი არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში. მან ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ეს არის დანაშაული, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ძალიან მკაცრად ისჯება. ამიტომ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიველირება არ ვფიქრობ, რომ სწორია. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და მე მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ეს ადამიანი დავაკავეთ და მოვათავსეთ იქ, სადაც მისი ადგილია“, - განაცხადა ოხანაშვილმა. მედიის კითხვის საპასუხოდ ანრი ოხანაშვილი ზღაპრებს უწოდებს გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ის საქართველოში ჩამოიყვანეს ისე, რომ თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული, ხოლო მასთან ერთად თვითმფრინავში, სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. „გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში მის მიერ, თუნდაც არასერიოზულ და ზღაპრებთან დაკავშირებით. გამოძიება დაწყებულია პროკურატურაში. ჩვენ გადავაგზავნეთ ყველა მასალა პროკურატურაში, რაც ჩვენ ამ პირის დაკავებასთან მიმართებაში განვახორციელეთ და იძიებს პროკურატურა. ამ პირთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა, მათ შორის, მართალია ზღაპრებთან, მაგრამ მის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო პროცესი წარიმართება პროკურატურაში. მე მზად ვარ, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე, მათ შორის თუ ექნება პროკურატურას შეკითხვები, მივიდე და გავცე პასუხები. დაგიდასტურეთ, რომ ეს ადამიანი დავაკავეთ, სადაც დავაკავეთ ოფიციალური განცხადება გავაკეთეთ. შესაბამისად, ნებისმიერ სხვა მის ამ ზღაპრებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჰკითხოთ პროკურატურას, მიუხედავად ზღაპრებისა, გამოძიება დაწყებულია ვინაიდან ამის ვალდებულება იყო. ბევრ ზღაპარს მოისმენთ კიდევ, დაელოდეთ“ , - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)