|
2025-06-24 17:32:40, 870 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - წამმზომი ჩართულია, გამზადებულია კალაძის დაკავებისთვის საქმეები
გამზადებულია კალაძის დაკავებისთვის საქმეები. ნაძარცვს ვერ ინაწილებენ და დაერივნენ ერთმანეთს. ვთქვი, რომ გრიგოლ ლილუაშვილი "დააჯარიმა" ბიძინამ 100 მილიონით, წამმზომი ჩართულია - ან ფულს მიიტანს, ან დაიჭერენ! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება სუს-ის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის განცხადებას, სადაც ოხანაშვილი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე საუბრისას ამბობს, რომ შესაძლებელია კითხვებს აჩენდეს, როგორ აღმოჩნდა ასეთი დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „სანქციებით ბიძინამ უკვე იზარალა 4 მილიარდამდე და ამის გამო, თანხის ხალხის ჯიბიდან ამოღებას და ნაძარცვიდან წილს ითხოვს“. „გუშინ ვთქვი, რომ გრიგოლ ლილუაშვილი "დააჯარიმა" ბიძინამ 100 მილიონით და აგერ ოხანაშვილი ადასტურებს მინიშნებით ... წამმზომი ჩართულია - ან ფულს მიიტანს, ან დაიჭერენ! კალაძესთან მერიაში შესულია ბიძინას "ბუღალტერი" და ითვლიან მოპარულს და კონკრეტულ მოსათხოვსაც, თანხასაც აცნობებენ კალაძეს... ლევან ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს მერიაში "ბუღალტერიის" წარმოებას და ნაძარცვის დათვლის შემდეგ, ბიძინა მოსთხოვს წილს თბილისის მერს... გამზადებულია კალაძის დაკავებისთვის საქმეები. ნაძარცვს ვერ ინაწილებენ და დაერივნენ ერთმანეთს. სანქციებით ბიძინამ უკვე იზარალა 4 მილიარდამდე და აბსოლუტურად გაშლეგებულია. ცხადია, ხალხის ჯიბიდან აპირებს ამოღებას და პლუს უკვე ნაძარცვიდან სთხოვს წილებს“,- წერს ლევან ხაბეიშვილი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)