02:47 - 14 Aug, 2026
|
2025-06-24 16:27:48, 1120 ნახვა
სამართალი
აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე 1 პირი დააკავეს
აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. გამოძიება 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მანქანის დაჯახების შედეგად აქციის სულ მცირე ორი მონაწილე დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის ადვოკატის თქმით, დაზარალებულს მანქანის შეჯახების შედეგად ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი. შემთხვევა 23 ივნისს თბილისში, ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)